ვიქტორ
კუპრაძე

ქუჩას, სადაც დავიდეს კორპუსები მდებარეობს, მიენიჭა ქართველი აკადემიკოსის ვიქტორ კუპრაძის სახელი.
ჩვენი მობინადრეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის სახელს ატარებს ქუჩა.
ფიზიკა-მათემატიკის მეცინიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიქტორ კუპრაძე დაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს ლანჩხუთის რაიონში.
1927 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
1933-1935წწ. მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1944-1953წწ. ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი
1954-1958 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების მთელი რიგი დარგების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში.
ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე.

გარდაიცვალა 1985 წლის 24 ნოემბერს.

აირჩიეთ ბინა ზარის შეკვეთა