3 მარტი ისე მოგადგა კარს, რომ საჩუქრის შეძენა ვერ მოახერხე? ჩვენი რჩევები აუცილებლად დაგეხმარება ყველა შვილს სურს ეს დღესასწაული დედას მიუძღვნას. როგორ გავხადოთ ის დაუვიწყარი?

1 - საოჯახო ნივთი
დიასახლისებს განსაკუთრებით მოსწონთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. თქვენ შეგიძიათ შეურჩიოთ სამზარეულოს ჭურჭელი, ტექნიკა, დეკორატიული სუვენირები და ა. შ.

2 – სამკაული
სამკაული არ არის აუცილებელი იყოს ძვირადღირებული, მთავარია გულით აჩუქოთ. საკუთარი ხელით დამზადებული სამკაულის ჩუქებაც ორიგინალური იქნება.

3 - სუნამო
მანდილოსნებს ძალიან მოსწონთ ფარფიუმერია. შვილის ნაჩუქარი სუნამოს სურნელი განსაკუთრებული იქნება.

4 - მისალოცი ბარათი
დედებს ყველაზე მეტად რაც გაუხრადებათ არის მადლიერება, იმ ამაგის დაფასება, რაც მიუძრვით შვილების გაზრდაში. ამიტომ დაუწერეთ მადლობა მისალოც ბარათზე - მადლობა ყველაფრისთვის.

5 - განტვირთვის დღე
ჩვეულებრივ დედები გამუდმებით დაკავებულები არიან. მათ არასოდეს სცალიათ საკუთარი თავისთვის, ამიტომ სასიამოვნო საჩუქარი იქნება დედები დავპატიჟოთ კინოში, ან თეატრში, წავიყვანოთ შოპინგზე, ან პიკნიკზე მთელ ოჯახთან ერთად. ეს დღე დამერწმუნეთ, არასდროს დაავიწყდება. რა საჩუქრის მირთმევაც არ უნდა გადაწყვიტოთ, აუცილებლად გაამზადეთ მისალოცი და ყვავილები. თქვენი დედები ნამდვილად იმსახურებენ ნამდვილ დღესასწაულს.

აირჩიეთ ბინა ზარის შეკვეთა